saqarTvelos qedebi - naseralis qedi

ტერიტორიული ერთეული თბილისი
კოორდინატები 41°49`20` ჩ. გ. 44°51`41` ა. გ.
სიმაღლე 909 მ
სიგრძე 4 კმ

 

დაბალი განედური ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილო ნაწილში. წარმოადგენს მდინარეების გლდანისხევისა და ხევძმარის წყალგამყოფს. იწყება სოფელ გლდანიდან, მიემართება აღმოსავლეთით. სიგრძე 4 კილომეტრი. მაქსიმალური სიმაღლე 909 მ. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია მეორეული ფოთლვანი ტყე-ბუჩქნარით, სამხრეთი - ჯაგ-რცხილნარით, ზოგან ჯაგეკლიანი სტეპიცაა.